Quantcast
Channel: სკოლა – Netgazeti

სკოლებს შეეძლებათ თავად დაგეგმონ გაკვეთილები, მათ შორის, შაბათს –სამინისტრო

0
0
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან სკოლებს თავად შეეძლებათ სასწავლო პროცესის ორგანიზება. ზოგადი რეკომენდაციების დაცვის ფარგლებში, სკოლებს  შეეძლებათ თავად განსაზღვრონ გაკვეთილებისა და ცვლების ხანგრძლივობა. ამასთანავე, სამინისტრო ამბობს, რომ სკოლებს სასწავლო დღედ შაბათის გამოყენებაც შეეძლებათ. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს შეეძლებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);  განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 […]

სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულოა

0
0
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მოსწავლეების ვალდებულებები: დაიცავით ჰიგიენის წესები; დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები; დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით […]

როგორ უნდა იმუშაონ სკოლის ბუფეტებმა? –ახალი რეგულაციები

0
0
15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა უნდა განახლდეს, რისთვისაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სპეციალური რეკომენდაციების ნუსხა შეიმუშავეს. მათ შორის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა იმუშაოს სკოლაში კვებითმა ობიექტებმა. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია, თუ ის აკმაყოფილებს იმ რეგულაციებს, რომლებიც სამინისტრომ კვების ობიექტებს დაუწესა, რომელთა შორის არის ერთმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება, ერთ მაგიდაზე […]

ჩაღლარის ქსელის ლიცეუმის საჩივარი სააპელაციო საბჭომ არ დააკმაყოფილა

0
0
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება ძალაში დატოვა. სააპელაციო საბჭომ სკოლა-ლიცეუმის საჩივარი დღეს, 25 აგვისტოს განიხილა. ავტორიზაცია რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს 15 მაისს ავტორიზაციის საბჭომ შეუწყვიტა, რის შემდეგაც სკოლამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. ლიცეუმი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, […]

მიუხედავად 38 ახალი შემთხვევისა, სასკოლო პროცესის გადადებაზე საუბარი არაა — გახარია

0
0
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 2 სექტემბერს, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევაა, სასკოლო პროცესის გადადებაზე არანაირი საუბარი არ არის. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და  ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული  განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. “საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს […]

მაქსიმუმ 3 გაკვეთილი და შესვენება თვალის 6-ჯერ დახამხამებით – მინისტრის ბრძანება ონლაინსწავლებაზე

0
0
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს, 9 სექტემბერს, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება დღესვე შევიდა ძალაში. ამ წესის მიხედვით, ელექტრონული სწავლება, არის სწავლება ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით და განსაზღვრულია დისტანციური სწავლების რამდენიმე მოდელი: სინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით, როცა მასწავლებელი […]

როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი

0
0
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში არსებულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით განახლდა. მათ შორისაა თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის სკოლები. ასევე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო ახმეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის სოფლებში — ზოტსა […]

სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს –ჯანმოს პრეზიდენტი

0
0
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტის, თედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიკეტოს. ამის შესახებ გებრეისუსმა გუშინ, 15 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სკოლებში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით UNESCO-მ, UNICEF-მა და WHO-მ ახალი გაიდლაინები გამოაქვეყნეს. “ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს. დროებით და მხოლოდ […]

როგორ არ უნდა დაიხუროს სკოლები პანდემიისას –რესკომენდაციები WHO-ს, UNICEF-სა და UNESCO-სგან

0
0
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის გავრცელების მიზეზით სკოლების დახურვა. ორგანიზაციების დასკვნით, სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას გაცილებით დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე შეიძლება ეს კორონავირუსის გავრცელება იყოს. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კორონავირუსის პირობებში სკოლებში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ახალი სახელმძღვანელო წესები გამოაქვენეს, […]

სენაკის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა, სწავლა ონლაინ გრძელდება

0
0
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეკლათის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განათლების სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ცნობით, სკოლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს, ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა ონლაინ გაგრძელდება, სკოლის შენობას კი დეზინფექცია უტარდება.

ხაიშის სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
0
ხაიშის სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა, მოსწავლეების ინფიცირების წყარო ქობულეთიდან მოწვეული მასწავლებელია, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. მალხად თორიას განცხადებით, ამ დროისთვის ხაიშის სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. საქართველოში 23 სექტემბერს კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 140 გახდა, მათ შორის, გარდაცვლილია […]

სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ I-VI კლასებისთვის დაიწყება

0
0
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში – სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება მხოლოდ I-VI კლასელი ბავშვებისთვის. რაც შეეხება ფოთსა და გორს, ამ ქალაქებში ყველა კლასის მოსწავლეები დაბრუნდებიან სკოლებში. სწავლა ისევ შეზღუდულად, ონლაინ რეჟიმში წარიმართება აჭარის სკოლებში და ჯერ უცნობია, როდის შეძლებენ ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნებას. საქართველოს დანარჩენ […]

სსმ მოსწავლეებს სკოლაში მასწავლებელთან ინდივიდუალური შეხვედრების საშუალება ექნებათ –ჩხენკელი

0
0
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს სკოლებში მასწავლებებლებთან ინდივიდუალური შეხვედრების შესაძლებლობა ექნებათ. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეეხება აჭარის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს. ამის შესახებ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა. “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეეებს, აჭარის გარდა, ყველგან ექნებათ საშუალება, რომ სპეციალურად განკუთვნილ ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების […]

მოსწავლეების კორონავირუსით დაინფიცირების გამო ზუგდიდის სამი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა

0
0
მოსწავლეების კორონავირუსით დაინფიცირების გამო ზუგდიდის სამი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების ინფიცირების წყარო რეპეტიტორია. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სამი სკოლა – რუხის საჯარო სკოლა, დიდი ნეძის საჯარო სკოლა და ინგირის პირველი საჯარო სკოლა – გადავა დისტანციურ სწავლებაზე. დიდი ნეძის საჯარო […]

კორონავირუსის გამო ოზურგეთში ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

0
0
ოზურგეთში კორონავირუსის გამო ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა განაცხადა. “ოზურგეთის ყველა საჯარო სკოლა და ორი სასულიერო სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლების რეჟიმზე. ბუნებრივია, ჩვენ გავითვალისწინეთ მაქსიმალურად ის რეკომენდაციები, რაც საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მოგვაწოდა და ვემორჩილებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას. აქამდე სამი საჯარო სკოლა- დაბა ლაითურის, ქვედა ბახვის და ეკალდიდის […]

სკოლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

0
0
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სამინისტრო აცხადებს, რომ დისტანციურ სწავლების გამოცდილება საქართველოს საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან აქვთ – 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ […]

კორონავირუსის გამო ქუთაისში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

0
0
კორონავირუსის გამო ქუთაისში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მათ შორის ერთ-ერთია ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა, სადაც კორონავირუსი  ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. როგორც 31-ე სკოლის დირექტორმა რუსთავი2-ს განუცხადა, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მისივე თქმით, ინფიცირებულია ბავშვების დედაც. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განმარტებით, რეგიონში ვირუსის მასობრივად გავრცელება არ შეინიშნება. “44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან, რა თქმა უნდა, […]

თბილისის 21-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც “ნეტგაზეთს” სკოლაში განუცხადეს, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და გრძელდება. “როგორც გვითხრეს, შაბათს იყო წვეულებაზე ბავშვი, მერე ეპიდემიოლოგებთანაც გავიარეთ კონსულტაციები, უკვე ბავშვი გადაყვანილია და მაინც ეჭვობენ, რომ ეს შაბათის არის და საშიში არ უნდა იყოს, მაგრამ სკოლაში ვაკეთებთ ყველაფერს, დეზინფექციას, სოციალური დისტანცია ისედაც იყო, ყველაფერი […]

ენერგოეფექტური სკოლები და საბავშვო ბაღები –რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის?

0
0
2019-2020 წლებში საქართველოს  ერთ–ერთ პრიორიტეტად გაცხადებული აქვს საჯარო შენობებში, მათ შორის, ბაღებსა და სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდა. ამით, ერთი მხრივ, მუნიციპალური დანახარჯები შემცირდება, მეორე მხრივ კი, გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ სისტემას ჩაეყრება საფუძველი. ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდი (E5P) მხარს უჭერენ საქართველოს ამ წამოწყებას. მათ მიერ მხარდაჭერილი პროექტის […]

ტყიბულის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსის 22 შემთხვევა გამოვლინდა

0
0
ტყიბულის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსის 22 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სკოლის 18 მოსწავლე და 4 მასწავლებელი. როგორც ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ განაცხადა, გადავა თუ არა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე, ჯერ არ გადაწყვეტილა. “ერთი სკოლიდან არის 18 მოსწავლე და 4 პედაგოგი. ვმუშაობთ ახლა სერიოზულად, 120 კონტაქტამდე გავედით უკვე, გავალთ საბოლოო კონტაქტებზე და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გზით ვიაროთ — […]

კორონავირუსის გამო ქუთაისის მე-13 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

0
0
კორონავირუსის გამო ქუთაისის მე-13 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. როგორც ნეტგაზეთს იმერეთის რესურსცენტრში განუცხადეს, ინფიცირებულია სკოლის 1 მასწავლებელი და 2 მოსწავლე. მათივე თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ქუთაისის სხვა სკოლების მონიტორინგიც.    

პედაგოგების ინფიცირების გამო კლასიკური გიმნაზია და 173-ე სკოლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ

0
0
თბილისის კლასიკური გიმნაზია, ასევე, 173-ე სკოლა, რომელიც გლდანის მე-3 მიკრორაიონში მდებარეობს, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნული სკოლების პედაგოგებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. “დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდ-19. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში, იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა. ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს, დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, […]

28-30 ოქტომბერს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

0
0
მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს [ანუ 28, 29 და 30 ოქტომბერს] ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ – ამის შესახებ 20 ოქტომბერს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს დღეები საჭიროა იმისთვის, რომ ამ სკოლის შენობებში საარჩევნო უბნის გახსნის მიზნით ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები. საქართველოს პარლამენტის არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს  გაიმართება.

დაგვიბრუნეთ დირექტორი –ხობის სკოლის პედაგოგები მინისტრს მიმართავენ

0
0
ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრისგან მოითხოვენ, ყოფილი დირექტორი კობა კვიკვინია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნოს, საუბრობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაუმჭვირვალობაზე და აცხადებენ, რომ სამართლიანობისთვის „ბოლომდე იბრძოლებენ“. რა ხდება? ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი კობა კვიკვინია, რომელიც ამავე დროს მათემატიკის მასწავლებელია, ერთ-ერთია იმ დირექტორთაგან, რომლებსაც 2020 წლის შემოდგომაზე […]

ხობში, პირველი მაისის სკოლაში, აქციით მოითხოვეს დირექტორის დაბრუნება

0
0
ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს და ამჯერად ასე მოითხოვეს სკოლის დირექტორის დაბრუნება. მასწავლებლები აცხადებენ, რომ ეს პირველი, გამაფრთხილებელი აქციაა და პროტესტი გაგრძელდება, სანამ ყოფილ დირექტორს, კობა კვიკვინიას, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად არ დანიშნავენ. რა ხდება? ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლას 6 წლის განმავლობაში დირექტორობდა კობა […]

ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს –დაწყებულია გამოძიება

0
0
ჩხოროწყუს მეორე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო გამოძიება. ვინ წაიყვანა ბავშვები მერიაში და რას ამბობენ დირექცია, რესურსცენტრი და მერია ამ ამბავზე? რა მოხდა? ვახტანგ ფირცხალავას სახელობის ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები 25 იანვარს წაიყვანეს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და სხვა ოთახებთან ერთად […]

ჩხენკელი: 24-ე სკოლას მივმართეთ, დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა

0
0
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უწყებამ 24-ე სკოლას მიმართა, დისციპლინური საბჭოს ფორმატში განიხილოს სკოლის დირექტორის მოადგილის საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება: “რეაგირება მიმდინარეობს. მივმართეთ სკოლას, შესაბამისმა დისციპლინირმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება”, – ამბობს ჩხენკელი. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი, რომელიც მასწავლებლების “ფეისბუკ” […]

მოსწავლეებმა ერთმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან –ახალი რეგულაცია

0
0
საქართველოს მთავრობის განცხადებით, განათლების სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებმა სკოლაში გადაადგილებისას 1-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. V-XII კლასების მოსწავლეებისთვის კი სკოლის საერთო სივრცეებში პირბადის ტარებაა სავალდებულო. რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა: მოსწავლის ტრანსპორტირება: განახლებული რეკომენდაციების მიხედვით, სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე უნდა ჩატარდეს მოსწავლის თერმოსკრინინგი და 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, […]

დღეიდან სკოლები და ღია კაფეები იხსნება

0
0
დღეიდან, 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა ევალებათ, ასევე, განათლების მინისტრის განცხადებით, მოხდება მასწავლებლების რეგულარული ტესტირება ახალ კორონავირუსზე. ასევე დღეიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. თუმცა შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

თბილისის 161-ე სკოლაში 7 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა

0
0
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო სისტემური ტესტირების შედეგად თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში 7 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა. სამინისტროც ცნობით, სკოლაში ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვა და 4 კლასი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. “ასევე, ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები იმყოფებიან თვითიზოლაციაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგს სკოლებში. covid-ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარეობს მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირება. […]

საქართველოში 10 404 მოზარდს სკოლაში არასდროს უვლია –სამინისტრო

0
0
საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამამ 6-დან 16 წლამდე ასაკის 10 404 მოზარდი გამოავლინა, რომელსაც არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია და არ არის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული რიცხვი შესაბამისი ასაკის მოახლეობის 1.7%-ს შეადგენს. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამ დრომდე ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების […]

სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება –სამინისტრო

0
0
განათლების სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა, თუმცა მაქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. მათივე ცნობით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. “კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს […]




Latest Images