Quantcast
Channel: სკოლა – Netgazeti
Viewing all 120 articles
Browse latest View live

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქებას

$
0
0
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდება, სკოლის მოსწავლეების ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება. ჯეჯელავას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით მიიღეს: “სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთი, ეს არის ძალიან ბევრი და დიდი წიგნი, საკმაოდ მძიმე წიგნები, რომლებიც მოსწავლეებს […]

ახალგორის ქართულ სკოლას ერთადერთი პირველკლასელი ეყოლება

$
0
0
ახალგორის რაიონში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალი აკონტროლებს,  სკოლებში სწავლება დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო. დაბა ახალგორის ერთადერთ ქართულ საჯარო სკოლაში ერთადერთი პირველკლასელი მოსწავლე ირიცხება. რუსულმა საჯარო სკოლამ კი 10 პირველკლასელი მიიღო. რუსულ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობას ახალგორში მცხოვრები რუსი სამხედროების ოჯახებიც განსაზღვრავენ. დაბა ახალგორის გარდა, სკოლები სოფლებში – იკოთში [24 მოსწავლე], კორინთაში [6 მოსწავლე], […]

ენმ-ში საატესტატო და ეროვნული გამოცდების გაერთიანებას განიხილავენ [ვიდეო]

$
0
0
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ სკოლის მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელია საატესტატო და ეროვნული გამოცდების გაერთიანება. ამის შესახებ მან პარტიის ლიდერებისა და ახალგაზრდების დღევანდელი შეხვედრისას ისაუბრა. “პარტიის შიგნით სერიოზული დისკუსია გვაქვს და ვიხრებით იქით, რომ საატესტატო და ეროვნული გამოცდები გაერთიანდეს და იყოს საერთო გამოცდების ნაკრები. რა თქმა უნდა, ერთი გამოცდა არ იქნება, მაგრამ […]

ჯეჯელავა: სკოლებში ბოლო ორი კლასი უმაღლესისთვის გაძლიერებულ მომზადებას დაეთმობა

$
0
0
საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში უმაღლესი სასწავლებლისთვის მომზადება გაძლიერდება, რაც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს რეპეტიტორის ინსტიტუტს. განათლების მინისტრმა ეს განცხადება 7 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მეთორმეტე კლასის გაუქმებაზე საუბარი არ არის. “ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება იდენტური იმისა, რაც არის დღეს. ერთადერთი, რაც განიხილება, არის, რომ ბოლო ორი […]

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ისე, რომ სკოლა არ შესძულდეს

$
0
0
მოსწავლეებს სოციალურ ქსელში სკოლების საწინააღმდეგო არაერთი გვერდი და ჯგუფი აქვთ შექმნილი, რომლებსაც ათასობით ახალგაზრდა იწონებს. სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება, თუმცა მოსწავლეთა ნაწილს ეს ამბავი ნამდვილად არ ახარებს. რა იწვევს ახალგაზრდებში სკოლის მიმართ სიძულვილს და საიდან მოდის ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება? ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე და რა უნდა გააკეთოს აღმზრდელმა იმისთვის, რომ ბავშვისთვის სკოლაში სიარული საინტერესო პროცესი იყოს და […]

ალექსანდრე ჯეჯელავა: სამინისტრო სკოლაში ბულინგსა და სხვა პრობლემებს აგვარებს

$
0
0
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სამინისტრო სკოლაში ბულინგის, ინფრასტრუქტურისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოების საკითხს აგვარებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს უხარიათ სასკოლო წლის დაწყება და სამინისტროც გახარებული ხვდება ამას. ახალ სასწავლო წელს ვხვდებით გახარებულები. პირველ რიგში, გვიხარია, რომ სკოლაში მეტი პირველკლასელი მიდის. ნაწილობრივ ეს 5 წლის ბავშვების სკოლაში შეყვანის შეზღუდვამაც გამოიწვია, თუმცა ამის გარეშეც რომ […]

საქართველოში უფროსკლასელებში ალკოჰოლის მოხმარების მაღალი მაჩვენებელია

$
0
0
კვლევის მიხედვით, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ცენტრის (ESPAD) ტექნიკური დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა, ქართველი მოზარდები ალკოჰოლურ ნივთიერებებს თრობის მიზნით ევროპელ თანატოლებზე მეტად მოიხმარენ. საქართველოს მასშტაბით 190 სკოლის 2500-მდე უფროსკლასელების 41%-ს დაუფიქსირდა ალკოჰოლის მწვავე ეპიზოდური მოხმარება (ალკოჰოლური საშუალების 5 ან მეტი ულუფის მიღება), უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში- ერთხელ ან […]

არის თუ არა შეზღუდვები ზუგდიდის სკოლებში მოსწავლის ჩაცმულობაზე?

$
0
0
არის თუ არა შესაძლებელი, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს აუკრძალოს დახეული ჯინსის ჩაცმა და ან გრძელი და გაშლილი თმით გაკვეთილებზე დასწრება? განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების განვითარების დეპარტამენტი ამ საკითხს სწავლობს მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდის საჯარო სკოლებში ამ მხრივ დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” საუბარში აცხადებენ, რომ სკოლის […]

HRIDC შშმ მოსწავლის საქმეზე სკოლის დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვს

$
0
0
არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, გაატაროს მკაცრი ადმინისტრაციული ზომები და სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტოს თბილისის 67-ე სკოლის დირექტორს და ამავე სკოლის პედაგოგს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის დამრიგებელს. “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფროსკლასელ რ.ი.-ს აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. ამას თან ერთვის თანაკლასელთა მხრიდან სისტემატიური ფიზიკური და ვერბალური ძალადობა, რასაც […]

რას გულისხმობს სკოლის შეფასების სისტემა და მისი შედეგი

$
0
0
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ცენტრი სკოლების შეფასების ინსტრუმენტის შექმნაზე იმუშავებს. რას გულისხმობს სკოლის შეფასების სისტემა, აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთი” გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის კოორდინატორს, ნათია ანდღულაძეს ესაუბრა: უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რას გულისხმობს სკოლის შეფასების კონცეფცია, რა ეტაპებია დაგეგმილი ამ კონცეფციის ფარგლებში? მაია მიმინოშვილმა ახსენა ინსტრუმენტი. რა ინსტრუმენტები იქნება გამოყენებული სკოლის შესაფასებლად? სკოლის შეფასება ორი […]

მანდატურმა არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა

$
0
0
მანდატურმა არასრულწლოვან მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა – მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს მანდატური სკოლიდან 2016 წლის დეკემბერში დაითხოვეს. სკოლიდან მისი დათხოვნა, სავარაუდოდ, ამ ფაქტს უკავშირდება. “ეს ადამიანი დეკემბრიდან აღარ მუშაობს სკოლაში და საერთოდ, სისტემაში, გათავისუფლებულია სამსახურიდან. როგორც კი შევიტყვეთ, მაშინვე მივმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და პოლიციას,”- განუცხადეს ნეტგაზეთს განათლების სამინისტროს […]

ჯეჯელავა: მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვაზეა საუბარი

$
0
0
განათლების მინისტრის, ალქსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სპორტის ფედერაციებთან თანამშრომლობით ფიზკულტურის ყველა მასწავლებელი გადამზადდება. ეს განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სამინისტროში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. იგეგმება თანამშრომლობა ოთხ ფედერაციასთან: რაგბის, ფეხბურთის, ხელბურთის და ფრენბურთის ფედერაციებთან. ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადების პროცესი, ჯეჯელავას განცხადებით, 1 თვეში დაიწყება. ამჟამად ფიზკულტურას კვირაში 2 საათი ეთმობა. ჯეჯელავას განცხადებით, თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში, მეშვიდე-მერვე კლასებში კიდევ 2 […]

აღსარება წერილობით –ბავშვების ინდოქტრინაცია სკოლაში

$
0
0
“მე ვიცი ღმერთზე ყველაფერი. ღმერთს ყველაფერი ჰქონდა ცაში. მერე ჩვენ რომ აქ გვეცხოვრა, ის ყველაფერი ქვემოთ ჩამოიტანა. ძროხას რო დაკლავს ადამიანი და ცომისგან პურს გააკეთებს და მერე შეჭამს, ეს არის სიცოცხლე”. “ზიარების დროს ეკლესიაში გაჭმევენ, გასმევენ და გამოგიშვებენ.” “ეკლესიაში გასმევენ ღმერთის ლუდს.” “თან მღვდლები ამბობენ ლოცვებს სიმღერასავით.” “ზიარების მერე ღმერთი ყველაფერს გვპატიობს.” “ასე უნდა გადაიჯვარედინო […]

უცხოური ლიტერატურა სკოლებს მიღმა –საგანმანათლებლო პროცესის ხარვეზი

$
0
0
მასწავლებლები, მოსწავლეები, განათლების პოლიტიკის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საჯარო სკოლებში უცხოური ლიტერატურის სწავლება, თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმა ასეთ ვალდებულებას არ აწესებს. დღეის მდგომარეობით, განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულია ოთხი გამომცემლობის მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ხათუნა ბაღათურია 25 წელიწადზე მეტია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში, სადაც ეს საგანი […]

ჯეჯელავა: ჩემი ოცნებაა, სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას

$
0
0
განათლების მინისტრის, ვიცეპრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით სკოლებში არაჯანსაღი საკვები აღარ გაიყიდება. თავისი ინიციატივის შესახებ ჯეჯელავამ დღეს გადაცემა “რეალურ სივრცეში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე სკოლებში ყველაზე არაჯანსაღი საკვები აღარ გაიყიდება, შემდგომში კი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია სკოლებში ხილისა და ბოსტნეულის შეტანა. “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ იმ მომენტს, სკოლებში შევთავაზოთ ნამდვილად ჯანსაღი საკვები. […]

საპირფარეშოების გამო ჯეჯელავამ 3 სკოლის დირექტორი გაათავისუფლა

$
0
0
განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ 3 საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლა. სამინისტროს ცნობით, დირექტორების გათავისუფლება სკოლის საპირფარეშეობში არასანიტარულ მდგომარეობას უკავშირდება: “მინისტრი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სკოლას, მათ შორის გაუფრთხილებლად, და ყველაგან, სადაც კი მას მოუწესრიგებელი საპირფარეშო დახვდა… ერთია, რომ ინფრასტრუქტურულად საპირფარეშო გასამართია, რა პრობლემებსაც ჩვენც ვაღიარებთ და ამ მიმართულებით ეტაპობრივად მუშაობს სამინისტროს სპეციალური სსიპ-ი, მაგრამ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და […]

დუშეთის სკოლაში მელიების გამო სასწავლო პროცესი 2 დღით ჩაიშალა

$
0
0
თბილისის ზოოპარკში მელიის სამი ლეკვი დააბინავეს, რომელთა გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით შეჩერდა. თბილისის ზოოპარკში მელიის სამი ლეკვი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარიდან გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიყვანეს. დეპარტამენტის ცნობით, მელიის ლეკვები სკოლის ეზოში ნახეს, სადაც  სორო ჰქონდათ გაკეთებული. დეპარტამენტის ცნობით, ლეკვების ველურ გარემოში გაშვება, მათი ასაკის გამო, არ იყო […]

თბილისში, განათლების სამინისტრო მოსწავლეებს კვირაში ერთხელ ვაშლს დაურიგებს

$
0
0
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, ვაშლის დარიგების კამპანიას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის შემდეგ, კამპანია რეგიონებზეც გავრცელდება. მინისტრის თქმით, ეს რთული და ძვირი პროექტია, თუმცა მნიშვნელოვანი, რადგან ვაშლი ჯანსაღი პროდუქტია. სექტემბრიდან სამინისტროს ახალი კამპანია 40 000-დან 60 000 მოსწავლეს შეეხება. მოზარდები სამინისტროსგან ვაშლს […]

პარტიულ დროშებთან ბავშვების ფოტოს გამო მასწავლებელი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს

$
0
0
ცესკოს ცნობით, შუახევის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის, მარინა დარჩიძის მიმართ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი შედგა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მასწავლებელმა ბავეშვებს “ქართული ოცნების” დროშებთან გადაუღო ფოტო და “ფეისბუკზე”  გამოაქვეყნა. “მარინა დარჩიძემ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საკლასო მერხებზე განთავსებული იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული დროშები. აღნიშნული […]

სამხრეთ ოსეთის სკოლებში ქართულს აღარ დაუშვებენ?

$
0
0
სტატია თავდაპირველად დაიბეჭდა გამოცემა eurasianet.org-ზე სახელწოდებით No More Georgian in South Ossetia’s Schools?   სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა ტერიტორიაზე დარჩენილი არცთუ ისე ბევრი ეთნიკური ქართველისთვის სასწავლო წელი შესაძლოა უჩვეულო იყოს. ამ წლიდან თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ყველა ქართულ საშუალო სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე გადავიდა (ქართული არჩევით საგნად დარჩა). ცვლილება ეტაპობრივად დაიწყება, დე ფაქტო […]
Viewing all 120 articles
Browse latest View live




Latest Images